ქართული დამწერლობა – ქართული ანბანი (სიტყვის კონა) ... ბ–ბან

       სურათზე წარმოდგენილია ქართული დამწერლობის (ასომთავრულ–მრგლოვანის) ბ – ბან ასობგერის გრაფიკული სახე, რომელიც შედგენილია ბ – ბან – ით დაწყებული სიტყვებით.

       ქვემოთ მოცემულია სიტყვების განმარტებები თანმიმდევრულად. განმარტებებში გამოყენებულია სხვადასხვა ლექსიკონების მასალები როგორც ძველქართული ახსნიდან ისე ახალი ქართული ახსნით.


ქართული ანბანი სიტყვის კონა ბ – ბან



სიტყვათა განმარტებანი (სიტყვის კონა)



ბაბუაწვერა – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. დაყვევაბის შემდგომ იკეთებს ბუსუსოვან ბურთულას რომელიც ქარისგან ადვილად იფანტება.

ბებო – მამის ან დედის დედა.

ბრძანება – აღსრულებისთვის მიცემული მითითება. ზემდგომისგან დაქვემდებარებულის მიმართ სიტყვიერი ან წერილობითი ფორმა და ნორმა რომელიც უეჭველად უნდა შესრულდეს.

ბუერა – დიდფოთლოვანი მცენარე, რომლის ფოთლებიც ხშირად რაიმის გასახვევად გამოიყენება.

ბადაგი – ადუღებული ყურძნის სუფთა წვენი რომელიც მაღალი სიტჯბოობით გამოირჩევა. მისგან მზადდება შემდგომ ფელამუში (თათარა) და სხვა...

ბია – კომში.

ბრინჯაო – მეტალი (ლითონი). სპილენძის შენადნობი ლითონთან და კალასთან, ასევე სხვადასხვა ქიმუირ ელემენტებთან.

ბროწეული – ტანდაბალი ბუჩქი ხე რომელლის ნაყოფიც ბავრმარცვლოვანი ატლასისებრი შეკრულობაა.

ბრტყელი – ცალი მხრით ვიწრო. რაიმე, როდესაც მისი ორი გვერდით ერთმანეთთან ურთიერთ პარალელური და ურთიერთ მიახლოვებულია.

ბრჭყალი – წვერმოკაუჭებული ფრჩხილი. მხეცთა და ფრინველთა უფრო.

ბინა –  მცირე სამყოფელი სახლი. სადგომი მთაში.

ბა – თვალის შავი. ასევე მარადიული სული ძველ ქართულ მითოლოგიაშია (მისტერიებში). ასევე ბავშვი ბავშვის ენაზე – ბა ან ბაია.

ბრიალი –  ცეცხლთა ელვარი და ტრიალი. თვალთა დიდრონად ტრიალი ქედნვა (მუქარა).

ბეღელი – მარცვლეულის მშრალად შესანახი (შენახულობა). სამარცვლეულო. ბეღელა ასევე სოფელი ფხოვში.

ბეღურა – პატარა ფრინველი, ჩიტი მოყავისფრო ფერით.

ბზეწვია – პატარა, გულყვითელა ფრინველი, ბეღურისმსგავსთა რიგიდან. 

ბალანი – თხის ბეწვი. მატყლიეულივით არსებული ცხოველთა თმა. ხშირი თმაც.

ბოჭკო – დაურთავი, წვრილი ძაფი. მცენარეული ან ცხოველური ორგანიწმის ძაფისებრი ნაწილი. 

ბაბაჭუა – "დიდი ჭია" – ობობა. ასევე ითქმის ობობის ქსელზეც. ამ სიტყვის სახეობაა ბაჭაჭუაც.

ბედობა – კარგის ან ცუდისაც მთხვევა, დაბედება.

ბატკანი – ცხვართა შვილი, კრავი. დაძახილით ბეკეკო (ბეკეკა).

ბარძიმი – მაღალფეხიანი სასმისი. წმინდა ჭურჭელი, გრაალიას თასი.

ბორანი – მცურავი, მოტივტივე ნაგებობა. სამტვირთველი.

ბრძოლა – ყოვლად წვა და ცხოვრება ცოცხალი. ავისა ვერ გიება, მუდამ კეთილად შექმნის სურვილი. 

ბუმერანგი – ერთგვარი სასროლი ნივთი რომელიც უკუ ბრუნდება. გამოდგება ნადირობაშიც.

ბუნაგი – ცხოველთა სახლი.

ბუ – დიდთვალა ფრინველი. ჭოტთა მაგვარი. ღამეცა მხედი.

ბრძენი –  ყოვლად გონშემკობილი. დაბადებით ღმერთთა დარი. შეუმცდარი და ნათლად მაფიქრალი. ყოველთა კეთილი თავი და ღვთის იმიდი.

ბუჩქი – მცენარე რომელიც მცირე ხეა, შეფოთლილი და დაგვაჯული.

ბუმბერაზი – უწინ მცხოვრები ხალხი, მოდგმით დიდნი და საქმით გმირნი.

ბრდღვიალა – ნათელი თვალთა მკვეთი. სხივი და წყარო ულევი სინათლისა. მეტი ნათელი.

ბერი – კაცი ბრძნობაზე შემდგარი. დაბრძნილი კაცი. კაცი ჰასაკითა.

ბზარი – მცირე ნაპრალი. რაისამ ერთის მცირით გამყოფი ხლეჩი.

ბიბილო – ფრინველთა თავთა წითობი ნაზარდი, ალიფრად უძვლო. კაცთა ყურთა ქვე ბმული ხორცი უძვლო და უხრტილო.

ბამბა – მცენარე და ნაყოფი. ნაყოფი თეთრი თივთიკი, მატყლისა მსგავსი ძაფთა შესაქმენი, იყითა იარისა საწამლო და სისხლისა დასაშრეტი.

ბუნი – ჯოხი გასაზომელი და შუბისა ტარი.

ბაგირი – საბელი და თოკი. ძაფი სქელი და გაგრეხილი.

ბარტყი – ფრინველთა შვილი. ზოგთა მათ კერძო სახელი აქვნდეს.

ბასიანი – მხარე და ადგილი საქართველოში, გინა ხალიბთა გინა დვალთა შინა. დიდი ბრძოლისა ადგილი ქართველთათვის.

ბურთი – მრგვალი სათამაშო, გორგალი და საგორველი ყოველთა თამაშობათა საგნად.

ბამბუკი – ხე ალერწილი, ჩქარა მზრდე და საჭირო ფრიად.

ბალახი – მწვანე და მოლი, საძოვარი.

ბალიში –  გინა ავადმყოფთა გინა ძილად მყოფთა თიკვი მატყლით ან ბუმბულით გავსებული. კაცთა რბილი თავსაგი.

ბლიკვი – მჯიღი, მუშტი და მუჭი. ანდა მცირე გამძვრალი ადამის მსგავსი ანდა ცელქი ბალღი საავოდ მხნე.

ბილიკი – მცირე გზა და კვალი, ვიწროდ სავალი, ფეხთა გაკვალული გზა და გასავალი თითო კაცთა.

ბაყილო – ყლორტი და ახლად ამოყრილი ხე.

ბუმბული – ფრინველთა საფარი.

ბორჯღალი – სამყაროს ძალი ნება ორგვარი. ცეცხლი მოტრიალე, მკლავი ხომლთა და სახომალთა. ნიშანი ღვთისა ძალისა და ძალა სიმართლისა.

ბურუსი – ნისლი ჯანღიანი, თვალთა გაუვალი, ძნელ საცქერი გარემრგვალთა ყოველთა. ბუნებისა შემფარვი და წამქრობი (დამმალი).

ბაასი – გაბმული ლაპარაკი. სიტყვათა კეთილი ცვეთა.

ბავშვი – კაცთა შვილი და კაცი კვალაც. ადამთა შვილსაც იტყვიან.

ბალადა – თხრობითი ხასიათის სიმღერა.

ბრგე – კაცი შვენიერად მაღალი. ვინმე ახოვანი კაცთაგანი.

ბუნება – თითვეულისა მყოფთაგანის დასაბამი, ძვრისა და მყუდროებისა ვითარ ქვეყანასავ აღოცენებულსა ნაყოფითა. ძალი და ხასიათი ნებითი კაცთა თუ ქვეყანათა შინა მყობი და მომფენი სუფევისა.

ბაგე – ტუჩი და პირისა კიდენი.

ბედი – ღვთისგან შესარგები ხვერდი უცილობი. 

ბინადარი – მცხოვრები. ცხოველი ტყეთა შინა მყოფობელი.




ქართული სიტყვის კონა (ანბანი ბ– ბან)



       სიტყვებად გამოყენებულია როგორც ძველი ისე ახალი ქართული მეტყველებისთვის დამახასიათებელი სიტყვები.




0 comments: