ქართული დამწერლობა – ქართული ანბანი (სიტყვის კონა) ... ა–ან

       სურათი წარმოადგენს ქართული ანბანის ასომთავრული (მრგლოვანი) ანბანის ა(ან) ასოს ვიზუალურ სახეს, რომელიც აწყობილია ა–ასეზე დაწყებული სიტყვებით. სიტყვები დაწერილია მხედრულის ანბანით.

       ქვემოთ მოყვანილია სიტყვის კონა (ლექსიკონი) სადაც განხილულია მიყოლებით, გამოყენებული სიყვების განმარტებები. სიტყვებში გამოყენებულია როგორც ძველი ქართული ისე ახალი ქართულისთვის დამახასიათებელი სიტყვები. 

სურათი: ასომთავრული   ა – (ან – ი)

ქართული ანბანი – ასობგერა – ა(ან – ი)

მოცემული სიტყვების განმარტებანი (სიტყვის კონა)



ანბანი – ასობგერათა ან ასონიშანთა მიმდევრობით–მოწესრიგებული ერთიანობა, რომელიც უზრუნველყოფს აზროვნების და მეტყველების წერილობით (მატერიალურ) ფორმას.

ადგილი – განსაზღვრული არე, მონაკვეთურობითი მოცემულობა რომელიც შეიძლება მოაზრებულ იყოს სივრცეში ან სიბრტყეზე. ასევე განსაზღვრება შეიძლება მოიცავდეს დროსაც და არამატერიალურ გააზრებასაც.

აბრეშუმი – (ძვ.ქართულად – ჭიჭნაური), ერთგვარი (აბრეშუმის) ჭიის გარსაცმელისგან (პარკისგან) ამოხვეული ძაფი. სიტყვა ასვე მოიცავს ამ ძაფისგან მოქსოვილი მატერიის სახელწოდებასაც.

აირი – ფიზიკური აქროლადი ან გაქროლადი სხეული, რომლის ნაწილაკები ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებულნი არიან. მისი ხასიათია თანაბრად მოიცვას გარემომცველი სივრცე და ჭურჭელი ან თავისუფალ სივცეში ურთიერთ დაშორიშორდეს წყაროდან გავრცელებისას.

აყვავება – რაიმეს ან ვინმეს კეთილმოფენა, ყვავილთამგვან კეთილფეროვნებით მოცვა. სივრცის ადგილის ან დროის ნეტარებად მოცვა.

ასანთი – ნივთი და საშუალება რომელთაგან ცეცხლი მწველი და ნათელი გამოვალს. ცეცხლის მომდები და სინათლის მომფენი.

არშია – ქსოვილის კიდეზე მოვლებული გამომრჩეული ზოლი. ქსოვილის კიდეზე ან ზღუდეზე (მიჯნაზე) მოვლებული შეხამებით დაშიბული ან დაქარგული ზოლი.

არჩვი – მთაში იგივე ფსიტი. ჯიშად ძროხისებრთა ჯიშნი ხოლო მგვანად თხათა და ჯიხვთა მსგავსი. მცხოვრები მთათა და ჭიუხვთა ახლოს, არის გამძლე და სიცივეს ჩვეული.

ალავერდი – საქმეთა განმგრძობზედ სიტყვით დადებული ანდერძი. საქმის, სიტყვით მემკვიდრეობითობის დაუღლება. დიდი და საკვირველი ტაძარი საქართველოში ჰერთა და ფხოვთა მიჯნაზე (ამჟამად კახეთი). სიტყვა მომდინარეობს ორით თქმისგან ალისა როგორც ღვთიურის ცეცხლისაგან და ვარდთაგან როგორც მშვენიერებით ცოცხალ სიბრძნისგან და ითქმოდის ალავარდი როგორც ნათელი სიბრძნის ცეცხლით დასტური, ნება და ბეჭედი ღვთისა.

ავსება –  ცარიელის დაცლა. სივრცის თუ ჭურჭლის სავსედ ქმნა, მთლად დაკავება. ანუცა მწირის გამდიდრება.

ანარეკლი – ანაბზინი და ათინათი, შუქთა თუ სახებათა უკუფენა. წყლისგან კამკამისგან თუ ლიპოსგან ანუ ყოველთა ლიკთაგან (სარკისებრთაგან) ზედამზირთა იგივისა სახისა და სახებისა გამოღება.

ალუჩა – ხე, ხილი და ნაყოფი ფრიად სასიამოვნო მჟავეცა და ტკბილიცა. ნაყოფი ყოვლად მწვანე და სიმწიფესა გადასული ოდნავ შეყვითდეს სიტკბოებითა.

არტახი – შემკრავი და შინამომქცევი ყოვლისა რისიცა წესობა გვწადდეს. ფარგლისა და ალაგისა დამდგენი, დამჭერი ზღვარი. აკვანშიცა ბალღთა დასაკრავ–დასაცავი ანცა ხეთა თუ რვალთა მკონავი.

ალვა – ხენი სწორნი და მაღალნი. ხეთა ჯიში ფრიად ტანადი და მშუენიერი. მშვენიერებითა დამწველი რომელ ტანთა ლერწამტა სადარო არს. აქვე ითქმის ცეცხვლა და ალვა დაგვისა.

აფრენა – ფრთათა შემწეობით ზემო სვლა. ყოველთაგან ქვემოს განშორება.

ალამი – ნიშანი და სანიშნე. ხატებითა მორთული ბაირაღი, გინა ქვეყნისა სამხრე ზორტი. დროშა.

აკვანი – ჩვილთა სასთუმალი. გინა ორთუმელი, ლათხურმა გინა ბაცანკალი. ჩვილთა კეთილსაძნარი, ჟიავთა (მტირალთა) სარწევი და სანანები.

არაგვი – პირველ ყოველთა მდინართა სახელი ხოლო აქ კერძო მდინარენი ფხოვთა შინა. მდინარის სახელი საქართველოში

ადამიანი – ადამისგან სახელდებული, მტვერთაგან ქმნილთა ჩამომავალნი. არსება და სულიერთაგან სულიერებული, კაცთა მსგავსი (კაცნი სხვა არს) ყოველი. კაცთაგან შესაწივნები და ღმერთთაგან შესამნდობი.

არსება – ყოველი ცოცხალთაგანი, ზენა სულიერნიცა და ქვენა სურვიელნიცა (ცხოველურნი, ინსტიქტურნი). ყოველთა უჩინოთა უსახელოთა სახელიცა და ადამთა ყოფათა აზრიცა.

აზროვნება – ბრძნობისა საწყისება. ფიქრთა შესხმა (ლოგიკურობა, შემკობა) და მხვედრელობა. კაცთა აზრით მოცვა.

აბლაბუდა – ძაფთაგან შერთული ბუდე. ობობათა სახლი და მახე ნაბლანდი. ობობის მოქსოვილი (გაბმული) ქსელი.

აკლდამა – საფლავი და საძვალე. ცოცხალმკვდართა და მკვდართა საფარველი ქვაბი და ღრურმო (მიწაში გამოთხრილი ან მღვიმე).

ალაგმვა – ცხენთა ლაგამთა წევა  მხედრისაგან. აქვე ურჩობისა დაშლა და მოსპობა. სულმდაბალთა გულისთქმათა განდევნა, ყოვლად აღკვეთა ბოროტებისა.

ათვლა – ციფრთა სვლა თვლობით ცხრამდის, ათამდეცა მისვლა. დათვლა პირობიდან ან პირობამდე.

ავიაცია – საჰაერო გადაადგილებისთვის განკუთვნილი, ტრანსპორტის კრებითი სახელი.

აგრესია – თავდასხმითი ქცევის მკვეთრი გამოვლინება. უარყოფითი ენერგიის მიმართვა კონკრეტულ ადამიანზე ან მოვლენაზე.

ანდაზა – ხალხური შეგონებითი, სხარტი აზრი. (ყოველთვის არ იგულისხმება სიბრძნედ).

აყეფდა – ძაღლის ხმობა ცუდის ნიშნობაზე. ადამთაგან ნაწყენობის პირდაპირი, უთავბოლო მოთქმა.

აშკარა – ცხადი და ნამდვილი. გასაგები ყოველი და გამოჩინებული. გასაგებად ნათელი.

აზრება – აზრთა დამტეველობა. აზრთა ყოვლად მოცულობა.

ავარია – ცუდის შემთხვევა. ტრანსპორტის შეჯახება. დიდი მოწყობილობების და სისტემების მწყობრიდან გამოსვლა.

აორტა – სისხლის მიმოქცევის დიდი წრის უდიდესი სისხლძარღვი. გულის მარცხენა პარკუჭიდან გამომოავალი არტერია.

აკიდება – ტვირთის ზურგზე შემოგდება, მიმაგრება. მტვირთველობა.

აღრევა – ცხოველთა დედალ–მამლობა. კაცთაგან შეუფერებელი ცოდვა. ღვთისგან ერთგვართა შეყრა. უწესო შეჯვარება. ცოდვით გამრავლება.

ანარქია – უხელისუფლებობა. არავისგან უფლების არ ქონა.

ალაგება – ხორცზეგან ვნების კურნება. გაშლილი ჭურჭელის ან ნივთენის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას წესრიგით თავმოყრა.

არტერია – სისხლძარღვები რომელთაც სისხლი გულიდან ორგანოებამდე გადააქვთ.
აზღუდვა – აჭიმვა, საზღუდით აწევა.

აკრძალვა – ქმედების დაშლა.

ათი – ერთი და ცხრა შეჯამებით. პირველ თავი.

აწევა – ნებისმიერი ნივთის ან სიმძიმის აღება.

აოშვა – ხნულის გადახვნა. მეორედ მოხვნა.

ადათი – ჩვეულება, წესი.

ასი – ათჯერ ათი. პირველ ათ თავთა თავი.

ალი – ცეცხლი. სული უხილავი. სული წყალთა.

აზია – კონტინენტი. კავკასიიდა აღმოსავლეთი ქვეყნიერება.

ანდერძი – ვინმეგან თავის საკუთრების სხვის განსაკარგად გამეტება.

ავაზაკი – ურგებისა მიმთვისებელი, წამრთმევი და ცოდვილი.

აშენება – ყოველთა მყართაგან ურთიერთ შეწყობა და კეთილის ქმნა. აგება.

აგარა – სოფელი (სოფლები) საქართველოში. ველი და დაბლობი. ქვეყანა საქმარი (ადგილი სასაქმო).

არწივი – აიეტი. ფრინველთა მეფე. მფრინველი ცათა მეუფე.

ავლა – ქვემოდან ზემოთ სვლა.

ახალგაზრდა – კაცი მხნე, ახლად გაზრდილი.

აბი – ნასოფლარი საქართველოში (ჯავახეთში). წამლის დოზირებული ბურთულა.

არევა – სისწორის კარგვა. საქმის ცუდად ქმნა. წესრიგის დასრულება.

აღტაცება – ცათაგან მიწიერის სიწმინდით მითვისება. უცბათევი სიხარულით გახარება.

ასპინძა – დაბა (დასახლება) საქართველოში.

არა – უარყოფა. კის შებრუნება.



ქართული ანბანი – სიტყვის კონა


0 comments: